ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგის პავილიონისი ფეისბუქზე წერს, რომ ციხიდან ნიკა მელიას წერილი და მისი მადლობა მიიღო.
პავილიონისი მელიას "ივანიშვილის მმართველების პატიმარს" უწოდებს.
პავილიონისის ფეისბუქ პოსტში წერია:
"არ ვიცი, რატომ - შეიძლება იმიტომ, რომ ჩემმა მშობლებმა ბევრი რამ მასწავლეს, შეიძლება იმიტომ, რომ მახსოვს ანჟეი ვაიდას ფილმში ნათქვამი სიტყვები მეგობრების და მსხვერპლების შესახებ და მხარეებზე, რომლებსაც ჩვენ ცხოვრებაში ვირჩევთ, მაგრამ დღეს, მას შემდეგ, რაც მოვუსმინე პრეზიდენტს, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ (რომელიც, თავის მხრივ, მხარეს უჭერს თბილისში თავისუფლებისთვის ბრძოლას, სეიმის თავმჯდომარესთან ერთად), მივიღე ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები პირდაპირ თბილისის ციხიდან. ივანიშვილის მმართველობის პატიმრის, ნიკა მელიას სიტყვები, რომელიც მისმა წარმომადგენელმა გადმომცა.
ნიკამ მომცა მისი წერილის გამოქვეყნების, მათი გაზიარების უფლება ლიეტუვაში საქართველოს ნამდვილი მეგობრებისთვის, მათ შორის ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარისთვის. ის მათ გულწრფელ მადლობას უხდის საქართველოში თავისუფლების და დემოკრატიის მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. იმედი მაქვს, ამ სიტყვებს პრეზიდენტიც წაიკითხავს და სულ მცირე, დაფიქრდება.
მან მომწერა:
"ძვირფასო ჟიგის, ნიკამ ახლა დარეკა ციხიდან და მთხოვა, თქვენთვის გადმომეცა მისი მადლიერება იმისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აკეთებთ საერთაშორისო მეგობრებთან ერთად. თქვენ რომ არა, ეს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში ასეთი მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, ამიტომ პირადად თქვენ კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას". - წერს პავილიონისი.